საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში, ჩელე არენაზე ადგილობრივი შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შეძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).
მწვრთნელი და შუქრა
ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ამა წლის სექტემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- თეიმურაზ შალამბერიძე მუშაობს. მისი გუნდი 14 ტურის შემდეგ დაგროვილი 21 ქულით, სატურნირო ცხრილში მე- 8 ადგილზე იმყოფება. შუქურა ასევე საქართველოს თასის მეოთხედფინალშია გასული.
დინამომდე
შუქურამ მიმდინარე ჩემპიონატი სამტრედიასთან 0:2 მარცხით გახსნა. შემდეგ იყო ორი გამარჯვება თასის 1/16 ფინალში და ერთიც ჩემპიონატში, შესაბამისად ქედას ბეთლემთან 2:1 და 4:3 და ლანჩხუთის გურიასთან 2:1. ამას მოჰყვა ორი მარცხი- ბოლნისის სიონთან 0:2 და ფოთის კოლხეთთან 0:1. გამარჯვება 3:1 თასის მერვედფინალში ცხინვალთან და 4:0 თერჯოლის საპოვნელასთან. ქობულეთელებმა უგოლო ფრე ითამაშეს თბილისის ლოკომოტივთან, რასაც სამ მატჩიანი მოგებათა სერია მიაბეს. შუქურამ 1:0 აჯობა საბურთალოს, 2:1 დაამარცხა მარტვილის მერანი და იმავე ანგარიშით მოუგო ზუგდიდს. თასის საპასუხო შეხვედრა ცხინვალთან ქობულეთელებმა ფრედ 1:1 დაასრულეს და გორის დილას მოუგეს 3:1. შემდეგ იყო მარცხი ბათუმის დინამოსთან 0:1, უგოლო ფრე ქუთაისის ტორპედოსთან და ყაიმი ცხინვალთან 2:2. თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ჩვენი მომავალი მეტოქე საჩხერის ჩიხურასთან 0:2 დამარცხდა. იმავე მეტოქესთან წააგო შუქურამ ჩემპიონატის ბოლო დაპირისპირებაში 0:1.
შუქურა - დინამო | ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა.
წინა სეზონში თბილისური და ზღვისპირა გუნდი ერთმანეთს საქართველოს თასზეც შეხვდნენ. 18 ნოემბერს მერვედფინალის პირველი შეხვედრა ქობულეთში ფრედ 1:1 მორჩა. გოლი გიორგი ჩირგაძის ანგარიშზეა. საპასუხო მატჩში 26 ნოემბერს დინამომ 3:1 დაამარცხა სტუმრები. გიორგი ჩირგაძემ ამჯერადაც გაიტანა შუქურას კარში გოლი. თავის გამოჩენა ასევე ლაშა პარუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ შესძლეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.
შუქურა - დინამო | მსაჯი
ჩვენი გუნდის შეხვედრას ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ი. მაჩიტაძე და მ. კუპატაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.
ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 5 დეკემბერს საქართველოს პირველ ლიგაში გამართული მაჭახელა 0:1 ბორჯომი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას შვიდ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი და ერთი მოთამაშეც გააძევა მინდვრიდან.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად ამა წლის 8 ნოემბერს იმსაჯა. იმ მატჩში თბილისელებმა ფოთის კოლხეთს 5:2 მოუგეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 39 თამაში / 150 ყვითელი / 7 წითელი / 5 პენალტი
პირველი ლიგა – 83 თამაში / 322 ყვითელი / 30 წითელი / 23 პენალტი
მეორე ლიგა – 34 თამაში / 100 ყვითელი / 4 წითელი / 16 პენალტი
საქართველოს თასი - 12 თამაში / 33 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
შუქურას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ჯიოევი - გეგეჭკორი, ბაგაევი, ჭეიშვილი, ცხოვრებოვი - ჩალაძე, დოლიძე, თარხნიშვილი, გეწაძე - ჩელებაძე, ლობჯანიძე