• Geo
  • Eng
04.11.2015
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 და 17 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს გამართავს. 12- ში ახალგაზრდა ჯვაროსნები ესპანურ ალმერიაში ადგილობრივ ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 17- ში კი ალექსანდრე ჩივაძის კრებული გორში, შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიიღებს. მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელი- მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი თევზაძე არიან გამოძახებულნი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024