• Geo
  • Eng
12.02.2016
დუბლებმა შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

დღეს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი გამართა. დავით ჭიჭვეიშვილის გუნდი ვორსკლა პოლტავას დუბლებს დაუპირისპირდა და ურთულეს შეხვედრაში 1:0 იმარჯვა. მატჩის ერთადერთი და თბილისელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის მე- 12 წუთზე, საჯარიმო დარტყმთ ბექა მიქელთაძემ გაიტანა. თავად მატჩი ჩვენი მეტოქის სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა აქვე დავამატებთ, რომ რამდენიმე საგოლე მომენტის გარდა დინამოელთა კართან სახიფათო სიტუაცია არ შექმნილა. ბურთის ფლობით კი ოპონენტს ჰქონდა უპირატესობა. თბილისელმა ახალგაზრდებმა საკამოდ ხისტ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად იმარჯვეს. ამრიგად ჩვენმა დუბლებმა თურქეთში სულ ოთხი მატჩი ჩაატარეს. აქედან ერთში დამარცხდნენ და სამში იმარჯვეს. დინამომ 1:0 აჯობა განელ ფეხბურთელთა კლუბ- კენედის აკადემიას. 1:3 დამარცხდა შახტარის 21 წლამდელთა გუნდთან, იმავე ანგარიშით ვაჯობეთ ანტალიასფორის 19 წლამდელებს და 1:0 მოვიგეთ პოლტავასთან. ახალგაზრდა დინამოელები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან.

დინამო დუბლები 1:0 ვორსკლა დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, ლოჩოშვილი, ქაფიანიძე (კაპანაძე 70), ხარაბაძე (ნემსაძე 75), კიკალიშვილი (ბასარია 70), ფოჩხუა, კობოური (გაბრიჩიძე 75), დავითაშვილი (ნინუა 46), ჩაკვეტაძე (ყურაშვილი 46, სილაგაძე 75), ლილუაშვილი (ერგემლიძე 75), მიქელთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024