16 დეკემბერს გასამართი თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაზე, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება და ერთმანეთს თასის მოქმედი მფლობელი და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდება- გულშემატკივარსაც დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენმა კლუბმა მიმართა არბიტრაჟს და სადისციპლინო კომიტეტის დადგენილება გაასაჩივრა, არბიტრაჟმა კი საქმის განხილვამდე შეაჩერა კომიტეტის გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართული პირველი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.