• Geo
  • Eng
06.11.2015
დინამო vs კოლხეთი – ურთიერთშეხვედრები

კვირას 8 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ფოთის კოლხეთს მიიღებს. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ვიდეო ტა ტექსტური რეპორტაჟის ნახვა დინამოს ვებ გვერდით შეგეძლებათ.

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 53 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 35 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 117/37 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ამა წლის 22 მარტს ლანჩხუთში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ბოლოს კი დინამო და კოლხეთმა ისევ ლანჩხუთში ითამაშეს. 27 ოქტომბერს გამართული საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი გიორგი ქვილითაიას გოლით დინამომ 1:0 მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024