• Geo
  • Eng
12.02.2016
ჩვენი მეტოქე - კარპატი ლვოვი

13 თებერვალს თბილისის დროით 19.00 საათზე დინამო თურქულ შეკრებაზე უკანასკნელ, მეხუთე სპარინგ გამართავს. იურაი იარაბეკის გუნდს სპარინგ პარტიონობას ლვოვის კარპატი გაუწევს.

ლვოვის კარპატი 1963 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე ერთადერთი კლუბი გახლავთ, რომელმაც საბჭოთა კავშირის  თასი მოიგო, როგორც არაუმაღლესლიგელმა. ლომები (კარპატის მეტსახელი) საშინაო მატჩებს სტადიონ- უკრაინაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 28 000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ოფიციალური ფერები მწვანე და თეთრია. კარპატიმ სსრკ- ს თასი 1969 წელს მოიპოვა. უკრაინის ჩემპიონატში კი საუკეთესო შედეგი 1998 წელს დააფიქსირა, როცა ბრინჯაოს მედლებს შესწვდა. ასევე ორჯერ ნაციონალური თასის ფინალში ითამაშა.

უკრაინის მიმდინარე პირველობაზე 16 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 21 ქულით კარპატი მეშვიდე ადგილს იკავებს. კარპატი თურქულ შეკრებაზე წელს მეორედ ჩამოვიდა. ჩვენამდე უკრაინული გუნდი ჩერნოგორიულ რუდარს გაეჯიბრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024