• Geo
  • Eng
15.12.2015
დინამოელები მეთხუთმეტე ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ორი ფეხბურთელი- ჯაბა ჯიღაური (5) და გიორგი გურული (3) შეიყვანა. შუქურასთან შეხვედრაში ორივე ფეხბურთელმა მოახერხა მეტოქის კარის აღება.

მეთხუთმეტე ტურის სიმბოლური გუნდის მწვრთნელად, გამოცემამ თბილისელთა თავკაცი- გია გეგუჩაძე (5) დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024