სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 829 830 831 832 833 834 835 836 837 ... 1662 Next 17 ივნისი2016 დინამოს ახალწვეულები დინამო თბილისის რიგებში ბულგარელი, 27 წლის ნახევარმცველი- სტეფან ველევი და წარმოშობით მარტინიკელი, 28 წლის შემტევი ნახევარმცველი- მათიას კურიე იასპარეზებენ. ორივე ფეხბურთელმა დინამოსთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა 16 ივნისი2016 ნახევარფინალში 17 წლამდელებმაც დიდი ანგარიშით იმარჯვეს დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 17 წლამდელთა შორის ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი ნახევარფინალი შედგა. ისევე როგორც 15 წლამდელებში, აქაც ერთმანეთს დინამო და სამტრედია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძლიერი წვიმის თანხლებით გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა 16 ივნისი2016 ელიტ ლიგა დინამოელთა ჰეგემონიით გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულებული ელიტ ლიგის გათამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შვიდ ასაკობრივ ტურნირში, დინამოს აკადემიის გუნდებმა 5 ჩემპიონის და 2 ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს 15 ივნისი2016 15 წლამდელებმა პირველი ნახევარფინალი დამაჯერებლად მოიგეს ჭაბუკთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და დღეს 15 წლამდელთა ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში სამტრედიას უმასპინძლეს და ფაქტიურად პირველივე შეხვედრაში გადაჭრეს თავისი ამოცანა, დაამარცხეს რა მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0 15 ივნისი2016 დინამო განაგრძობს მზადებას დინამოელები მომავალი სეზონისთვის განაგრძობენ მზადებას. გუნდი დღეს საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და დიღმის ტყე-პარკში გაემგზავრა, სადაც იურაი იარაბეკმა ფეხბურთელები გამძლეობაზე ავარჯიშა