• Geo
  • Eng
21.12.2015
დავით პეტრიაშვილი გარდაიცვალა

გუშინ, 20 დეკემბერს, გვიან ღამით, უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

დავით პეტრიაშვილი 1987-89 წლებში ჩვენი გუნდის დუბლ შემადგენლობის წევრი გახლდათ, ხოლო 2002-2005 წლებში დინამოს მმართველი დირექტორის პოსტს იკავებდა.

დინამო თბილისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

“ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ. გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყანა ასეთ პროფესიონალებს კარგავს. ვუსამძიმრებ საფეხბურთო თემს და დაღუპულის ოჯახს.“

- დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024