25 ივლისს დინამო თბილისი უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ჩემპიონი მალტის ჩემპიონს ტა’ ქალის ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება და შეხვედრას ბოსნია-ჰერცოგოვინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი მილოშ გიგოვიჩი გახლავთ. მას ასისტენტობას დამირ ლაზიჩი და ამერ მაციჩი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ანტონი ბანდიჩი იქნება.