მატჩი დინამომ აქტიურად დაიწყო და მე-20 წუთზე დედაქალაქელები დაწინაურდნენ. იმრანის პასით უსმანე კამარამ ისარგებლა და ლამაზი გოლი გაიტანა. დინამოს პირველ ტაიმში შეეძლო მეორედაც სტუმართა კარის აღება, მაგრამ ტაიმში გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ აიღეს დინამოელთა კარი. 50-ე წუთზე აბზალ ბეისებეკოვმა წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი დემბო დარბომ ყაზახები დააწინაურა. შეიძლება თქვას, რომ ეს აღმოჩნდა შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი, რადგან დინამოელები გაშვებული გოლის მერე მსაჯის სასტვენამდე უტევდნენ და არაერთი რეალური და საგოლე მომენტიც შექმნეს ასტანას კართან, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
ამრიგად დინამო თბილისმა ნაადრევად დაასრულა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და გადაერთო კონფერენციის ლიგის გათამაშებაზე. თბილისილები აღნიშნული ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ ჰამრუნ სპარტანსს შეხვდებიან. პირველი მატჩი 25 ივლისს მალტაზე გაიმართება.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი