• Geo
  • Eng
18.07.2023
მატჩის წინა დღე დინამო არენაზე

დღეს დინამო არენაზე ასტანამ და დინამომ მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. ვარჯიშამდე ორივე გუნდის მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთიდან მატჩის გასაშუქებლად 20-მდე სპორტული ჟურნალისტია ჩამოსული.

 

პრეს კონფერენციაზე ჯერ ასტანას მთავარი მწვრთნელი გრიგორი ბაბაიანი და გუნდის ფეხბურთელი ელხან ასტანოვი გამოცხადდნენ. შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის შემტევმა გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს.

 

გრიგორი ბაბაიანი: პირველი მატჩის შემდეგ გავაანალიზეთ თუ როგორი მეტოქე გვყავს. საშინაო შეხვედრაში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა თბილისში აღარ გვექნება. დავიმატეთ ფეხბურთელები, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, ვინ დაიწყებს სასტარტოში. თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, დაცვას უნდა მივაქციოთ ყურადღება და 200 %- ით დავიხარჯოთ. შანსები კი ხვალინდელი მატჩის წინაც თანაბარია.

 

ელხან ასტანოვი: დინამო თბილისი ძალიან კარგი იყო ყაზახეთში. მოწინააღმდეგე გუნდიდან უსმანე კამარას გამოვყოფდი. ფაქტია, ჩვენთვის თბილისში თამაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ასტანაშ.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, რადგან ძალიან განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში. შეხვედრის საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები ვთვლი, რომ სწორედ ამ პირობებით იყო განპირობებული. ხვალინდელ თამაშში კი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ანზორ მექვაბიშვილმა და ზორან მარუშიჩმა ვარჯიში განაახლეს, შესაბამისად ორივე ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. თუ რა დოზით გამოვიყენებთ მათ ამას ხვალ იხილავთ. 

 

გიორგი მოისწრაფიშვილი: რთული თამაში გველოდება და ეს პირველ შეხვედრაში გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია ამაში კი გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება. ამიტომ მივმართავ მათ - მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ასტანა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024