• Geo
  • Eng
16.11.2015
დინამომ სპარინგში საპოვნელას აჯობა

ჩემპიონატში მიმდინარე სანაკრებო პაუზის პერიოდში დინამო თბილისმა სპარინგ მატჩი გამართა. ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ჩვენმა გუნდმა თერჯოლის საპოვნელა მიიღო. მატჩამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით ხელვაჩაურის მაჭახელას ახალგაზრდა ფეხბურთელის- თენგიზ ფერცელიძის ხსოვნას მიაგეს პატივი. სპარინგი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დინამოელებს ტერიტორიული უპირატესობა მთელი შეხვედრის მანძილზე ჰქონდათ, მაგრამ ამასთანვე აღსანიშნავია, სტუმართა რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა. სპარინგის ერთადერთი გოლი მე- 20 წუთზე, დინამოში სინჯებზე მყოფი გერმანელი ბასალა მაზანას გადაცემის შემდეგ, გიორგი ჯანელიძემ გაიტანა. შეხვედრის მანძილზე საპოვნელას კარის ძელმა, სამჯერ მოიგერია მასპინძელთა შეტევა. მეორე ტაიმში მოედანზე ნიკა ჭანტურია და ახალგაზრდა შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილეთ.

უახლოეს შეხვედრას ეროვნული ჩემპიონატის მე- 12 ტურის ეგიდით თბილისელები დინამო არენაზე სამტრედიას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 21 ნოემბერს 16.00 საათზე გაიმართება.

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), ბასალა მაზანა, რენე (ჭანტურია 65), გურული, თევზაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ჯიღაური (ვოლკოვი 46), ჭანტურიშვილი, იაშვილი (ჩაკვეტაძე 65), ქვილითაია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024