• Geo
  • Eng
24.02.2016
დუბლები ლოკომოტივთან დამარცხდნენ

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდის სარეზერვო შემადგენლობამ ლოკომოტივის დუბლებს უმასპინძლა. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ლოკომოტივმა მოახერხა სწრაფი გოლის გატანა და ინიციატივის მოპოვება, თუმცა არც მასპინძლები თმობდნენ პოზიციებს. ტაიმის შუაში მიქელთაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დინამოელთა შემტევმა ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა. სტუმრებმა მეორე გოლის გატანაც მოახერხეს, რასაც მასპინძელთა მასირებული შეტევები მოჰყვა. ერთ მომენტში კი ლოკომოტივის მეკარემ საკმაოდ სახიფათო მომენტი განმუხტა, როდესაც ჩაკვეტაძის დარტყმული მოიგერია. ტაიმის ბოლოს არბიტრმა მოედნიდან არველაძე გააძევა. მეორე ტაიმის დებიუტში დინამომ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, ზუსტი დარტყმა ნინუას ანგარიშზეა. მასპინძლებმა უფრო მეტად შეუტიეს, რამდენჯერმე სახიფათოდ დაემუქრნენ ლოკომოტივის კარს, თუმცა ამაოდ. მომდევნო შეხვედრას დავით ჭიჭვეიშვილის გუნდი 28 თებერვალს საბურთალოს დუბლებთან გამართავს.

20 თებერვალს თბილისელებმა საპოვნელას დუბლებს აჯობეს 4:1. ორ-ორი გოლი მიქელთაძემ და ლილუაშვილმა გაუტანეს თერჯოლელებს.

დინამო დუბლები 1:2 ლოკომოტივი დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კობოური, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 61), კიკალიშვილი (ბასარია 54), ნინუა, კუცია (დავითაშვილი 64), ფოჩხუა, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, ლილუაშვილი (ერგემლიძე 59)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024