• Geo
  • Eng
23.02.2016
დინამო 2:1 ლოკომოტივი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მეჩვიდმეტე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამოელებმა ლოკომოტივს 2:1 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ჟერარდ სარაგოსა და იურაი იარაბეკი წარდგნენ.

ჟერარდ სარაგოსა: ორივე გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა, ვფიქრობ ევროპული ხარისხის მატჩი გამოვიდა. მე ბედნიერი ვარ, რადგან ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა ჩემს გუნდში და ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ზუსტად მათი გაზრდაა. ვფიქრობ კარგი თამაში ვაჩვენეთ. თავიდან დინამო დომინირებდა. ისინი ბევრ ასპექტში და სათამაშო სიტუაციებში გვჯობდნენ. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ თამაში, გამოვცვალეთ ფეხბურთელები და ჩემი აზრით ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. თუმცა ჩვენ ვეთამაშეთ საქართველოს საუკეთესო კლუბს და სამი ქულა დარჩათ მასპინძლებს.

იურაი იარაბეკი: მივესალმები გულშემატკივარს. დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ საკმაოდ ხარისხიანი და ევროპული დონის მატჩი გამოვიდა. სამწუხაროა, რომ სტადიონზე ცოტა გულშემატკივარი იყო მოსული. ვისურვებდი გაცილებით მეტ გულშემატკივარს. ჩემი გუნდი დასაწყისში ფლობდა უპირატესობას, შემდეგ ლოკომოტივმა გამოასწორა თამაში, თუმცა ჩვენ ვაჯობეთ და საჭირო სამი ქულა ჩავიწერეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024