• Geo
  • Eng
19.11.2015
21 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს 21 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში დინამო თბილისი სამტრედიას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ეთერის ნახვა დინამოს საიტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

21 ნოემბერს თავის ისტორიაში დინამოელებმა 9 ოფიციალური მატჩი გამართეს. 5 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 18/13 თბილისელთა სასარგებლოდ.

1966 წელს მოსკოვის ტორპედოსთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სამი წლის შემდეგ კიევში ადგილობრივ დინამოსთან 2:2 ვითამაშეთ. გოლები უკრაინელთა კარში გოჩა გავაშელმა და კახი ასათიანმა გაიტანეს. 1974- ში დინამომ ვოროშილოვგრადის ზარია მიიღო და 3:2 დაამარცხა მეტოქე. მანუჩარ მაჩაიძის დუბლს ერთი გოლი გივი ნოდიამ მიამატა. 1984 წელს ტაშკენტში პახტაკორმა სამი უპასუხო ბურთით აჯობა დინამოს. ორი წლის შემდეგ კი გელა კეტაშვილის, რევაზ ჩელებაძის და გრიგოლ ცაავას გოლებით თბილისელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრს 3:2 მოუგეს.

1992 წელს თბილისურ დერბიში დინამომ შევარდენი 3:1 დაამარცხა. თავის გამოჩენა არჩილ არველაძემ, გელა ინალიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა შეძლეს. 1997- ში წყალტუბოში სამგურალი დავამარცხეთ 2:0. ლევან ხომერიკი და დავით მუჯირი გატანილი გოლების ავტორები. 2004 წელს დინამომ ლოკომოტივს ორის წილ ხუთი გოლი გაუტანა. ლევან მელქაძემ აღნიშნულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა. ერთი გოლი ლევან სილაგაძის ანგარიშზეა. 2010 წელს დინამო სამტრედიაში 0:1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024