• Geo
  • Eng
29.02.2016
თამაზ კოსტავა - 60

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერანი მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი– თამაზ კოსტავა 60 წლის გახდა. იგი დინამოს რიგებში 1977 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 156 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. არის 1978 წლის სსრკ– ს ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე ჩემპიონი და 1981 წლის პრიზიორი. ბროლის თასის 1979 წლის გამარჯვებული და 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იყო დასახელებული. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი.

დინამოელები ვულოცავთ თამაზ კოსტავას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024