• Geo
  • Eng
02.03.2016
დინამო - მერანი | ურთიერთშეხვედრები

6 მარტს ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ-გერდის მეშვეობით იხილავს.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 11- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 11 თამაშიდან 7 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 26/11 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 11 სექტემბერს მარტვილში გაიმართა. შეხვედრა თბილისელებმა 4:1 მოიგეს, გოლები კი მარტვილელთა კარში გიორგი ქვილითაიამ (2), მათე ცინცაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024