დინამო თბილისი 30 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. თბილისელები საქართველოს პირველობის მეორე წრისთვის ბელეკში მოემზადებიან და თურქეთში 14 თებერვლამდე დაჰყოფენ. გია გეგუჩაძის გუნდი იქ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეკრებაზე ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
1 თებერვალი - სპლიტი (სპლიტი, ხორვატია)
4 თებერვალი - ბატე (ბორისოვი, ბელორუსი)
7 თებერვალი - ვოივოდინა (ნოვი სადი, სერბეთი)
10 თებერვალი - სლოვანი (ბრატისლავა, სლოვაკეთი)
13 თებერვალი - კარპატი (ლვოვი, უკრაინა)