ნიკა ჭანტურიას დინამო თბილისთან კონტრაქტი დაუსრულდა და ცენტრალურმა მცველმა კლუბი დატოვა. ამიერიდან ნიკა თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში ნიკამ მძიმე ტრავმა მიიღო და მას დიდი პერიოდი გაუცდა. შემოდგომის ბოლოს მან განაახლა ვარჯიში და კლუბს დაუბრუნდა. დინამოელები მადლობას ვუხდით ნიკას აქ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.