• Geo
  • Eng
02.12.2015
ტორპედო 0:1 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულებული სათასო მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა ტორპედო ქუთაისს 1:0 აჯობა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და ალექსანდრ შტელინი წარდგნენ.

გია გეგუჩაძე: აგერ უკვე მეორე შეხვედრას ვატარებთ ქუთაისში ამ მცირე ხნის მანძილზე, შეიძლება ცოტა დაღლაც შეგვეტყო თამაშში. მთავარია ბიჭებმა ანახეს მონდომება და ზედმიწევნით სწორედ შეასრულეს მიცემული დავალებები. ამას ბიჭებს ნამდვილად ვერ დავუკარგავ. საბოლოო ჯამში ორი თამაშის ჯამში ფასდება გუნდი და ნამდვილად არ მოველი, რომ თბილისში მარტივი თამაში გვექნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე გარკვეული უპირატესობა გვაქვს. ტორპედო კარგი გუნდია,  ჩვენ კი დღევანდელ საქმეს წინა მატჩისგან განსხვავებით უფრო პრაგმატულად მივუდექით.

ალექსანდრ შტელინი: ვულოცავ კოლეგას დამსახურებულ მოგებას. დინამომ საკმაოდ რაციონალურად ითამაშა. ჩვენი ფეხბურთელები შეეცადნენ გაენეიტრალებინათ მეტოქის შეტევები და მათი სუსტი წერტილებით ესარგებლათ, თუმცა სუსტი წერტილები ჩვენ უფრო მეტი აღმოგვაჩნდა. რაც არ უნდა იყოს, მეორე თამაში წინაა და თბილისში უკეთეს მოედანზე, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. უნდა აღვნიშნო ასევე ჩემი გუნდის პოტენციალი, რომელიც აშკარად პროგრესირებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024