• Geo
  • Eng
18.01.2016
ვარჯიში და დაგეგმილი სპარინგი

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. თბილისელებს ბრაზილიელი ლეგიონერი რენე ფერეირა შეუერთდა და გუნდი ჩემპიონატის მეორე წრისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. დედაქალაქელები მცველმა არჩილ ტვილდიანმა დატოვა, რომელსაც მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ. დინამოელებმა პირველი ტესტ მატჩიც დაგეგმეს და 20 იანვარს, დიღმის ბაზაზე საბურთალოს უმასპინძლებენ. სპარინგი 13.00 საათზე დაიწყება. დინამო TV დღევანდელი წვრთნის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024