• Geo
  • Eng
05.12.2015
დინამო - სიონი | მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას თბილისში, დინამო არენაზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 6 დეკემბერს შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ჩვენებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალურ საიტზე იხილავთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005/2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ამით გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2:3 დათმეს, გასვლაზე 2:1 მოიგეს, თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

 

 

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2015 წლის ივნისიდან ვარლამ კილასონია იკავებს. მისი თავკაცობით დღეისათვის სიონი 13 ჩატარებული მატჩიდან 29 ქულას ფლობს და სატურნირო ცხრილში მე- 3 ადგილს იკავებს. ბოლნისელები ასევე საქართველოს თასის მეოდხედფინალში გავიდნენ და იქ სამტრედიას შეხვდნენ.

 

 

დინამომდე...

2015/2016 წლის პირველობა სიონმა ლანჩხუთში გურიასთან 1:1 ნათამაშები ფრით გახსნა. ამას უგოლო ფრე მოჰყვა თასის 1/16 ფინალში რუსთავთან. შემდეგ იყო მოგება ფოთის კოლხეთთან მინიმალური ანგარიშით 1:0 და თასის საპასუხო მატჩში ფრე 1:1 რუსთავთან. ისევ მოგება და ფრე, ამჯერად- ქობულეთის შუქურასთან 2:0 და 0:0 თერჯოლის საპოვნელასთან. შემდეგ იყო ოთხ მატჩიანი მოგებათა სერია. თასის მერვედფინალში ლანჩხუთის გურიასთან 2:0, თბილისის ლოკომოტივთან 1:0, საბურთალოსთან 3:2 და მარტვილის მერანთან 3:0. გორის დილასთან მარცხს 0:1 თასის საპასუხო მატჩში ფრე მოჰყვა. სიონმა გურიასთან 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბათუმში მოიგეს ბოლნისელებმა 5:3, დიდი ანგარიშით 6:2 დაამარცხეს ქუთაისის ტორპედო და 3:1 მოუგეს ზუგდიდს. ბოლო სამ შეხვედრაში სიონმა ერთი მარცხი განიცადა, ერთი შეხვედრა მოგებით დაასრულა და ერთიც ყაიმით. ცხინვალთან 0:2 წაგებას, საჩხერის ჩიხურასთან ოთხი უპასუხო გოლით გამარჯვება მოჰყვა, თასის მეოთხედფინალში კი სამტრედიას ეთამაშა და პირველ შეხვედრაში უგოლოდ დაშორდა.

 

 

დინამო - სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 55 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 44 მოგება, 4 ფრე და 7 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდ 133/28 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 44 გამარჯვებიდან მეტოქე 17 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 1 მარტს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სიონის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბოლნისელთა კარში მათე ცინცაძემ გაიტანა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს სიონის ფეხბურთელები– ზურაბ ჯაფიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი გამოტოვებენ.

 

 

დინამო - სიონი | მსაჯი

შეხვედრას დინამოსა და სიონს შორის, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას- . ჭიჭინაძე და . თოდრია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ჯ. ხორავა და ბ. ნინუა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- . ხარიტონაშვილი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გიორგი ვადაჭკორიამ, 28 ნოემბერს უმაღლეს ლიგაში გამართული სამტრედია 1:0 კოლხეთი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას 7 ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი ვადაჭკორიამ უკანასკნელად ამა წლის 26 სექტემბერს იმსაჯა. დინამოელები გორში ადგილობრივ დილასთან 0:2 დამარცხდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ვადაჭკორიამ სამი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

იორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)

===========================================
 

უმაღლესი ლიგა - 149 თამაში / 613 ყვითელი / 25 წითელი / 41 პენალტი

პირველი ლიგა – 15 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 5 პენალტი

მეორე ლიგა – 60 თამაში / 174 ყვითელი / 3 წითელი / 21 პენალტი

საქართველოს თასი – 12 თამაში / 47 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 5 თამაში / 17 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 5 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანისაჯაია, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ფოფხაძე გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, რაზმაძე, შალამბერიძე ისიანი, უგულავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024