• Geo
  • Eng
04.12.2015
დუბლებმა სიონი დაამარცხეს და მოლდოვაში მიემგზავრებიან

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების პირველობის მეთოთხმეტე ტურის მატჩი შედგა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ბოლნისის სიონის დუბლებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. ძლიერი ქარის ფონზე ჩატარებულ შეხვედრაში, მატჩის ერთადერთი გოლი 53- ე წუთზე დავით კობოურის გადაცემის შემდეგ გიორგი გოგილაშვილმა გაიტანა. თამაზ სამხარაძის გუნდმა ამ მოგებით 34 ქულა დააგროვა და ლიდერობს სატურნირო ცხრილს. გათამაშების პირველი წრის ბოლო მატჩს დინამოს დუბლები 17 დეკემბერს ქობულეთში, შუქურას დუბლების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მანამდე კი 7 დეკემბერს, თამაზ სამხარაძის გუნდი მოლდოვაში გაემგზავრება შერიფის თასი 2015- ში მონაწილეობის მისაღებად. ტურნირი 1998-1999 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდება და ჩვენს გუნდს მეტოქეობას მოლდოვური შერიფი ორი გუნდით, სერბული იაგოდინა, კიევის დინამო და ბულგარული დუნავი გაუწევენ. საერთაშორისო შეჯიბრი 8 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

დინამო დუბლები  1:0  სიონი დუბლები

დინამო დუბლები: ბეგაშვილი (ბულისკირია 62), კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია (ლურსმანაშვილი 65), ნინუა, ფოჩხუა (ყურაშვილი 75), ჩაკვეტაძე (აღდგომელაშვილი 58), გოგილაშვილი, ერგემლიძე (ხარაბაძე 53)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024