• Geo
  • Eng
04.12.2015
6 დეკემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 6 დეკემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩს ითამაშებს. თბილისელები დინამო არენაზე ბოლნისის სიონს მიიღებენ. დაპირისპირება 18. 00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

6 დეკემბერს დინამოს თავის ისტორიაში სულ ორი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2007 წელს, მეცხრამეტე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში თბილისელებმა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს სტუმრები. გოლები ზესტაფონელთა კარში დავით დიღმელაშვილმა და მიხეილ ხუციშვილმა გაიტანეს. 2009 წელს, ოცდამეერთე პირველობის მეჩვიდმეტე ტურში თბილისური დერბი შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. ჯორჯ აკირემის, გურამ კაშიას და გიორგი მერებაშვილის გოლებით დინამომ 3:0 დაამარცხა მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024