• Geo
  • Eng
12.03.2016
იურაი იარაბეკმა დღევანდელი მატჩი შეაფასა

სამტრედიაში მეოცე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ზუგდიდს 3:2 მოუგო. შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- იურაი იარაბეკმა გააკეთა.

იურაი იარაბეკი: მატჩი კარგად დავიწყეთ. ბაჩანა არაბულმა ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული. ამის შემდეგ გუნდმა მოუკლო პრესინგსა და სირბილს. დასანანი გოლიც მივიღეთ. შესვენებაზე გუნდს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეთ და მეორე ტაიმში ისევ მოვახერხეთ დაწინაურება, მაგრამ ერთ მომენტში დავკარგეთ კონცენტრაცია და მეორე ბურთი მივიღეთ. საბოლოოდ ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და გამარჯვებამდე მიიყვანეს საქმე. მადლობა მათ ბოლომდე ბრძოლისთვის. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დღევანდელ თამაშში ხუთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024