• Geo
  • Eng
06.12.2015
დინამო 5:2 სიონი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მეთოტხმეტე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს დიდი ანგარიშით 5:2 აჯობა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვარლამ კილასონია და გია გეგუჩაძე წარდგნენ.

ვარლამ კილასონია: დინამოს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. მათ გაცილებით უკეთ ითამაშეს. ის, რომ 10 ფეხბურთელით ვითამაშეთ- არ იყო ამ მარცხის მთავარი მიზეზი. უფრო 8 დღის მანძილზე, რომ მესამე თამაში ჩავატარეთ ბოლომდე არ გვეყო ძალები, დაღლილობამ იჩინა თავი, თან ძირითადის 3 ფეხბურთელი გვაკლდა. ეს იყო წელს ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი. თუმცა დინამოს კიდევ ერთხელ ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.

გია გეგუჩაძე: მადლობა ოპონენტს მოლოცვისთვის. მეტ დაძაბულობას ველოდით დღეს. დაგვჩემდა თამაშის ნაადრევად დასრულება. მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ, მერე კი ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ამაზე კიდევ გვექნება საუბარი, ბევრი ახალგაზრდაა და ფიქრობენ, რომ ადვილად გაგრძელდება თამაში ბოლომდე. კარგია გამარჯვება, მაგრამ ესეთი შეცდომები არ უნდა გვქონდეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024