• Geo
  • Eng
14.03.2016
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

ხუთშაბათს, 17 მარტს საქართველოს XXVII ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ ეთერს და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 54- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 2 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/28 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2015 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვბით ანგარიშით- 2:0 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მეორე გამარჯვება დინამოსთან, ხოლო ჩვენი გუნდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024