3 აგვისტოს დინამო თბილისი უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას გამართავს. საქართველოს ჩემპიონი მალტის ჩემპიონს დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება და შეხვედრას ბელორუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 37 წლის ვიქტორ შიმუსიკი გახლავთ. მას ასისტენტობას სერგეი კოსოვეცი და სერგეი ფირინოვიჩი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დმიტრი დმიტრიევი იქნება.