• Geo
  • Eng
27.01.2016
დინამომ იურაი იარაბეკი წარადგინა

დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, 53 წლის სლოვაკი ფეხბურთის სპეციალისტი- იურაი იარაბეკი წარადგინა.

იურაი იარაბეკი: ყველას მოგესალმებით და მობრძანებისთვის მადლობას მოგახსენებთ. ჩემს გადაწყვეტილებაზე რა თქმა უნდა დიდი გავლენა იქონია დინამოს სახელმა და აქაურმა პირობებმა. ესეთ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყოდი. დინამოში ძალიან მოტივირებული და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან რაც უმნიშვნელოვანესია. ჩემი მიზნები კლუბთან ერთად იქნება ჩემპიონობა და მხოლოდ ჩემპიონობა. რამდენიმე თამაშიც ვნახე და ყველა შეხვედრის მოგება რთული იქნება, თუმცა მთავარი მიზანი პირველობაა. რაც შეეხება ტრანსფერებს- ამაზე კლუბის სპორტულ მენეჯერთან ერთად ვიმუშავებ და შევეცდებით კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებას. ვგეგმავთ ევროთასებზე წარმატებულ გამოსვლას. ვიცი, რომ შრომატევადი და რთული პროცესია, თუმცა მჯერა ჩემი თავის და ჩემი გუნდის. ასევე მადლობას ვეტყვი ყოფილ მწვრთნელს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში.

სლოვაკ მწვრთნელს ასისტენტობას მილან ივანკა და ბრანისლავ მრაცი გაუწევენ. მეკარეთა მწვრთნელი კი გელა ჭანტურია იქნება.

ახალი მწვრთნელის წარდგენამდე კლუბის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გია გეგუჩაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა.

აქტიური სათამაშო კარიერის შემდეგ, იარაბეკის სამწვრთნელო კარიერია 2008 წელს  -  სლოვაკური ბლავათი დაიწყო. შემდეგ 2009-2013 წლებში მუშაობდა ზლატე მორავცეს ვიონის მთავარ მწვრთნელად, ხოლო  მისი ყველაზე წარმატებული წლები 2013-15 წლებში სპარტაკ ტრნავას უკავშირდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024