• Geo
  • Eng
19.03.2016
დინამოელები 21 და 19 წლამდელთა ნაკრებში

23 მარტს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს უმსაპინძლებს. საქართველოს ახალგაზრული ნაკრები სან მარინოს ახალგაზრდულ კრებულს შეხვდება. გია გეგუჩაძემ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან გიორგი თევზაძეს, ოთარ კიტეიშვილს და ბაჩანა არაბულს უხმო. 5 დღის შემდეგ 21 წლამდე ჯვაროსნები ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელ თანატოლებს უმასპინძლებენ. მატჩი ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

19 წლამდელთა ნაკრები კი ესპანეთში გაემგზავრა სადაც 24- დან 29 მარტის ჩათვლით ევროპის ელიტრაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. ჭაბუკი ჯვაროსნები ინგლისის, ესპანეთის და საბერძნეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. გიორგი ყიფიანმა ელიტრაუნდში საასპარეზოდ დინამოდან ლუკა ლოჩოშვილი და ბექა მიქელთაძე იახლა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024