თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2015 გაიმართა. ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი გუნდის კაპიტანი - ალექსანდრე იაშვილი დასახელდა, ხოლო წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული - ოთარ კიტეიშვილმა ჩაიბარა.