დინამო თბილისმა თურქული შეკრების პირველ სპარინგში ხორვატიულ სპლიტს 1:0 აჯობა. გოლი ბალკანელების კარში შეხვედრის მე- 17 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. თბილისელებმა ამის გარდა კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა უშედეგოდ. მომავალი სპარინგი ჩვენს გუნდს 4 თებერვალს ააქვს დაგეგმილი და მეტოქედ ბორისოვოს ბატე გვეყოლება. დინამო TV ჩატარებული მატჩის ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ.