დღეს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ტოპკაპის სათამაშო მოედანზე პირველი სპარინგი გამართა. დავით ჭიჭვეიშვილის გუნდის მეტოქე, განელ ფეხბურთელთა გუნდი- კენედის საფეხბურთო აკადემია გახლდათ. მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 5 წუთზე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა. თავი ნიკა ნინუამ გამოიჩინა. სპარინგი ხისტად და საინტერესოდ გაგრძელდა. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნდა განელების კართან, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. ჩვენი დუბლშემადგენლობა 6 თებერვალს შახტარის ახალგაზრდებს დაუპირისპირდება, ხოლო 12 თებერვალს ვოლინს შეხვედბა.
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე (ქაფიანიძე 46), ლოჩოშვილი (ხარაბაძე 65), ნემსაძე, ბასარია (კიკალიშვილი 46), ბაშალეიშვილი (ყურაშვილი 46), ნინუა (დავითაშვილი 75), ფოჩხუა (გაბრიჩიძე 55), ჩაკვეტაძე (აღდგომელაშვილი 37), ლილუაშვილი (ერგემლიძე 60), მიქელთაძე (სილაგაძე 65)