გუშინდელი სპარინგის შემდეგ დინამოელებმა დღეს ორჯერადი ვარჯიში გამართეს. იურაი იარაბეკმა დილის წვრთნაზე ფეხბურთელები ნაკლებად დატვირთა და აქცენტი უმეტესად აღდგენით ვარჯიშებზე გააკეთა. აი დინამოს დუბლები კი, რომლებიც ბელეკთან ახლოს- კუნდუში იმყოფებიან, დავით ჭიჭვეიშვილმა სრული დატვირთვით ავარჯიშა. დინამოს დუბლშემადგენლობა პირველი გუნდის დარად დღეში ორჯერად ვარჯიშებს გადის. დილის მზადება გუნდმა უმეტესად ფიზ-მომზადებას დაუთმო, საღამოს კი ტაქტიკაზე აქცენტირებული წვრთნა ჩატარდა. დავით ჭიჭვეიშვილის გუნდი თურქეთში რამდენიმე სპარინგს გამართავს.