ბელეკში შეკრებაზე მყოფმა დინამომ მეორე სპარინგი გამართა და მეორედ იმარჯვა. ჩვენი გუნდი ბელორუსის ბატეს გაეჯიბრა და ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. გოლები ლაშა პარუნაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს. შემდეგ სპარინგს დინამო ვოევოდინასთან გამართავს. დინამო TV დღევანდელი სპარინგის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.