• Geo
  • Eng
17.12.2015
წელიწადი დუბლებმაც პირველზე დაასრულეს

დღეს დუბლების ჩემპიონატში პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. ქობულეთში ადგილობრივი შუქურას სარეზერვო შემადგენლობამ დინამოს დუბლებს უმასპინძლა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 მორჩა. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა შემოაბრუნეს თამაში და მასპინძლებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. მიქელთაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი ქობულეთელებს ერგემლიძემ და ნემსაძემ გაუტანეს. საბოლოოდ თამაზ სამხარაძის გუნდმა 5:1 იმარჯვა და წელიწადი პირველი გუნდის დარად, პირველ ადგილზე დაასრულა. თბილისელებმა 15 შეხვედრიდან 37 ქულა დააგროვეს, 52/21 გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით.

შუქურა დუბლები 1:5 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: ისიანი, კირკიტაძე, ქაფიანიძე, კაპანაძე, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, ყურაშვილი, აღდგომელაშვილი, გაბრიჩიძე, მიქელთაძე, გოგილაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: კუცია, ფოჩხუა, ერგემლიძე, კიკალიშვილი, ლურსმანაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024