• Geo
  • Eng
16.12.2015
დინამო 2:1 ტორპედო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მეოტხედფინალის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა ტორპედო ქუთაისს 2:1 აჯობა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და ალექსანდრ შტელინი წარდგნენ.

ალექსანდრ შტელინი: ტორპედომ დღეს ამ სეზონში ერთი-ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. ფაზების აწყობა, ტაქტიკა, ჩვენ რაციონალურად დავალაგეთ, ავირჩიეთ მოლოდინის სტრატეგია და შესაძლებლობისას მასიური შეტევა. სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან შეცდომებმა და მეტოქის კარგმა თამაშმა გამოიწვია ტორპედოს მარცხი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უკეთ ვითამაშებთ, დინამოს კი ვუსურვებ წარმატებას და თასის ფინალში გასვლას.

გია გეგუჩაძე: მადლობა ოპონენტს მოლოცვისთვის. სანახაობრივი თამაში გამოდგა. სათამაშო ნიუანსებზე საუბარი არ ღირს, უბრალოს ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და შევეცდებით ნაყოფიერად გამოვიყენოთ მოსამზადებელი ეტაპი და გავაგრძელოთ პროგრესი. ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას და გისურვებთ წინსვლას. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024