• Geo
  • Eng
07.02.2016
დინამომ ვოივოდინაც დაჯაბნა

შეკრებაზე მყოფმა დინამომ დღეს მესამე სპარინგი გამართა და მიჯრით მესამე გამარჯვებაც მოიპოვა. დინამო ვოივოდინას დაუპირისპირდა და 2:1 მოიგო. თბილისელთა და ნოვი სადელთა მატჩი საკმაოდ აქტიურად, საინტერესოდ, მაღალ ტემპში და ხისტად წარიმართა. სამი გაძევება და რამდენიმე ყვითელი ბარათი. დებიუტში ორივე გუნდი შეეცადა უპირატესობის მოპოვებას, თბილისელებმა შეიძლება ითქვას აჯობეს მეტოქეს და მე- 8 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. ვოივოდინამ 32- ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, ხოლო ოჟეგოვიჩმა, რომელიც ათ წუთში რენესთან ერთად გააძევეს მოედნიდან, ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა 1:1. მეორე ნახევარში დინამომ არაერთი ცვლილება განახორციელა რასაც საბა ლობჟანიძის დარტმა მოჰყვა, რომელიც ხარიხამ მოიგერია. მე- 60 წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა როსიჩს და გააძევა, თუმცა ურთიერთშეთანხმების შემდეგ სერბებმა მის ადგილას სხვა ფეხბურთელი შეიყვანეს მინდორზე და თანაბარი შემადგენლობით გააგრძელეს სპარინგი. 69- ე წუთზე კი საბა ლობჟანიძემ ზუსტი პასით ჯაბა ჯიღაური გაიყვანა მეკარესთან პირიპირ, ამ უკანასკნელმა მოატყუა მეკარე და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა. ბოლო წუთებზე აღსანიშნავია გიორგი ბეგაშვილის კარგი თამაში, როდესაც მეტოქის სახიფათო დარტყმული მოიგერია. შემდეგ სპარინგს იურაი იარაბეკის გუნდი 10 თებერვალს ბრატისლავის სლოვანთან გამართავს.

დინამო ჩვენს გუნდში სინჯებზე მყოფ ბრაზილიელ შემტევს ჟაჟა დე სოუზას დაემშვიდობა.

დინამო 2:1 ვოივოდინა

გოლი: 1:0 გელაშვილი 8’, 1:1 ოჟეგოვიჩი 32’ (პენ), 2:1 ჯიღაური 69’

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), ჭელიძე, გველესიანი, რენე, ლოჩოშვილი (ამისულაშვილი 46), პარუნაშვილი (ჩაკვეტაძე 76), ჭანტურიშვილი, არაბული (ქვილითაია 46), კიტეიშვილი (ჯიღაური 46), ჯანელიძე (ს. ლობჟანიძე 46), გელაშვილი (იაშვილი 46)

ვოივოდინა: პერიჩი, ლაკიჩევიჩი, ჰაშტიჩი, მილეტიჩი, როსიჩი, იოვანჩიჩი, სეკულიჩი, მიჩიჩი, ტრუიჩი, ბაბიჩი, ოჟეგოვიჩი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024