მორიგი სპარინგ მატჩი გამართა თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ. ჩვენი გუნდი ანტალიასფორის 19 წლამდელთა გუნდს გაეჯიბრა და 3:1 იმარჯვა. სპარინგი ტოპკაპის მოედანზე შედგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საგოლე მომენტებით თბილისელებმა აჯობეს მასპინძლებს და დამსახურებულად იმარჯვეს. გოლები ანტალიასფორის კარში ლოჩოშვილმა, ლილუაშვილმა და დავითაშვილმა გაიტანეს. დინამოს დუბლები თბილისში დაბრუნებამდე კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ. 12 თებერვალს დავით ჭიჭვეიშვილის გუნდი ვოლინის დუბლებს გაეჯიბრება, 13 რიცხვში კი გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება და მეორე წრის პირველ მატჩში 20 თებერვალს თერჯოლაში საპოვნელას შეხვდება.
დინამო დუბლები 3:1 ანტალიასფორი U19
დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი (ნემსაძე 56), ბასარია (ქაფიანიძე 46), კობოური (ხარაბაძე 46), კუცია, ნინუა (ყურაშვილი 62), გაბრიჩიძე ( ფოჩხუა 62), ჩაკვეტაძე (ლილუაშვილი 56), სილაგაძე (დავითაშვილი 46), ერგემლიძე (აღდგომელაშვილი 62)