• Geo
  • Eng
03.04.2016
ბათუმთან დუბლებმაც იმარჯვეს

დუბლების პირველობაზე თბილისელებმა 22- ე ტურის შეხვედრა გამართეს და პირველი გუნდის დარად ქობულეთში ბათუმის დინამოს დუბლებს დაუპირისპირდნენ. მატჩი მთელი 90 წუთი საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა. ორივე გუნდი ცდილობდა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, რაც საბოლოო ჯამში თბილისელებს უკეთ გამოუვიდათ და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა 73- ე და მე- 80 წუთებზე ორჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი. პირველ შემთხვევაში ზარიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა ზუსტად, ხოლო მეორე გოლი თავის ანგარიშზე შეცვლაზე შესულმა გოგილაშვილმა ჩაიწერა. ამრიგად თბილისელებმა 44 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. ლევან გვანცელაძის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აპრილს, აკადემიის მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს სარეზერვო გუნდთან ჩაატარებს.

დინამო ბთ. დუბლები  0:2  დინამო თბ. დუბლები

დინამო თბ. დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ქაფიანიძე, ნინუა, ნემსაძე, ყურაშვილი, ბაშალეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზარია, მიქელთაძე, ლილუაშვილი

შეცვლაზე სევიდნენ: ლოჩოშვილი, კუცია, გოგილაშვილი, დავითაშვილი, ფოჩხუა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024