თბილისელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო, მეხუთე სპარინგი ჩაატარეს. დინამოელები ლვოვის კარპატს დაუპირისპირდნენ და საყაიმო ანგარიშით დასცილდნენ უკრაინელებს. სპარინგში ექვსი გოლი გავიდა და ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს მე- 80 წუთამდე 3:1 მიჰყავდა ანგარიში. თავად სპარინგი საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით და ხისტად წარიმართა. პირველ ნახევარში გიორგი ქვილითაიამ ორჯერ გამოიჩინა თავი. პირველ შემთხვევაში 28- ე წუთზე გიორგიმ მეკარის შეცდომით ისარგებლა და გახსნა ანგარიში. მეორე გოლი კი ქვილითაიამ ტაიმის ბოლო წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასით გაიტანა. მეორე ნახევარი ლვოველებმა აქტიურად დაიწყეს, სახიფატო მომენტებიც შექმნეს. გიორგი ბეგაშვილმა იყოჩაღა ერთ შემთხვევაში, აი მეორედ კი დაცვის არეულობით გუსტავო ბლანკომ ისარგებლა და ანგარიში შეამცირა. 72- ე წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ აიღეს კარპატის კარი. გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა, ზუსტი და ლამაზი პასით კი იგი მეკარესთან პირისპირ გიორგი ჯანელიძემ გაიყვანა. ბოლო ათ წუთში ლვოველებმა ორი გოლი გაიტანეს. ორივე საჯარიმო დარტყმით და ორივე კარნოზამ. ამრიგად სპარინგი ფრედ 3:3 დასრულდა. იურაი იარაბეკის გუნდმა ამით დაასრულა თურქული შეკრება. საერთო ჯამში დინამომ 5 მატჩი ჩაატარა, 4- ში იმარჯვა და ერთიც დღევანდელი ყაიმია. გავიტანეთ 13 გოლი და საკუთარ კარში მივიღეთ 6. დინამოელები ხვალ სამშობლოსკენ აიღებენ გეზს.
დინამო 3:3 კარპატი
გოლი: 1:0 ქვილითაია 28’ 2:0 ქვილითაია 45’ 2:1 ბლანკო 63’ 3:1 ს. ლობჟანიძე 72’ 3:2 კარნოზა 80’ 3:3 კარნოზა 90’
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), ამისულაშვილი (გველესიანი 46), რენე, უ. ლობჟანიძე (ჭელიძე 46), გურული (თევზაძე 63), ცინცაძე, ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 63), ჯიღაური (პარუნაშვილი 46), კიტეიშვილი, იაშვილი (ს. ლობჟანიძე 46), ქვილითაია (გელაშვილი 46)
კარპატი: პიდკივკა, კრავეცი, პლასტუნი, გოლოდიუკი, კოჟანოვი, ჩაჩუა, ნოვოტრიასოვი, ხუდობიაკი, კსონსი, კადიმიანი, ბლანკო