• Geo
  • Eng
28.12.2015
დინამოს საახალწლო თასი

ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში დინამოს საახალწლო თასის რიგით მეორე გათამაშება გაიმართა. ტურნირი, რომელიც დინამოს და ფან-კლუბ გლადიატორების ინიციატივით ტარდება, უკვე ტრადიციული გახდა.

ტურნირში მონაწილეობა გლადიატორებმა, აკადემიის გუნდმა, აკადემიის მწვრთნელებმა და პირველი გუნდის მოთამაშეებმა მიიღეს. საინტერესო ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება პირველი გუნდის მოთამაშეებმა და აკადემიის მწვრთნელებმა მოიპოვეს - შეხვედრა 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი მოთამაშეებმა 3:1 იმარჯვეს. მესამე ადგილისთვის აკადემიის გუნდმა გლადიატორებს 2:1 მოუგო.

დინამოს შემადგენლობაში თამაშობდნენ- ნიკა ჭანტურია, ჯაბა ჯიღაური, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, დავით კობოური და დიმა ბულისკერია. აკადემიის მწვრთნელთა გუნდში- ზურა ელიავა, ირაკლი ხუჯაძე, ოთო გაგნიძე, ირაკლი მანია, ლადო კაკაშვილი და ვასილ გეგუჩაძე გამოდიოდნენ.

დინამოს საახალწლო თასი ფან-კლუბ გლადიატორების ლიდერის- როლანდ გაფრინდაშვილისგან დინამოელმა- ნიკა ჭანტურიამ მიიღო.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024