ანთალიური შეკრების შესახებ დინამოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი დავით კვირკველია ესაუბრა.
დავით კვირკველია - ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ საუკეთესო პირობებში ვემზადებით, უმაღლეს დონეზეა ყველაფერი: სასტუმრო, სვარჯიშო მოედნები, საინტერესო სპარინგები. ჩვენს სათამაშო სქემაში ცვლილებებია, 4-4-2 შეიცვალა 4-3-3-ით. მწვრთნელი ბურთის უფრო მეტ კონტროლს გვთხოვს. ჩვენთვის ნათელია, რომ სხვა მოთხოვნებია და ბუნებრივია ამ ეტაპზე ხარვეზებიც იქნება. ჩვენი ამოცანაც მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაა და მოსამზადებელი პერიოდიც ამისთვის არსებობს. გარკვეული პერიოდია საჭირო, მითუმეტეს რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ვიტ ჯორჯიადან დაწყებული 3 შეხვედრა ჩვატარეთ და ვფიქრობ ჩვენს თამაშში უკვე არის დადებითი მომენტები. ნაბიჯ-ნაბიჯ ვხვეწთ თამაშს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 22 თებერვალს, სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებული შევხვდეთ.