• Geo
  • Eng
07.04.2016
დუბლებმა ტორპედოს დიდი ანგარიშით მოუგეს

ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის 23- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ტორპედოს დუბლები მიიღო. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, თბილისელებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და სტუმრებს კიდევ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე ნახევარში ტორპედოს ერთადერთი საგოლე მომენტი ჰქონდა და იმ შემთხვევაშიც ისიანმა ითამაშა კარგად. ბექა მიქელთაძემ დუბლი შეასრულა. მის გოლებს შორის ნინუამ გამოიჩინა თავი, ხოლო მეოთხედ ქუთაისელთა კარი- ნემსაძემ აიღო. ლევან გვანცელაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს ცხინვალის დუბლებთან ჩაატარებს.

დინამო დუბლები 4:1 ტორპედო დუბლები

დინამო დუბლები: ბეგაშვილი, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ბაშალეიშვილი, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, მიქელთაძე, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, კიკალიშვილი, კობოური, კუცია, გოგილაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024