ზამთრის პაუზის შემდეგ დინამომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩი თერჯოლის საპოვნელას წინააღმდეგ გამართა. შეხვედრას ზესტაფონის, დავით აბაშიძის სახელობის არენამ უმასპინძლა და საკმაოდ ხარისხიანი სათამაშო მოედანი დაახვედრა მოპაექრეებს. დაძაბული შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გიორგი ჩიკვილაძის გოლს, გიორგი ქვილითაიამ და ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს ზუსტი დარტყმებით. დინამო TV გამართული მატჩის ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ.