საქართველოს უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში, თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ შეხვედრა მიკრო-ტრავმების გამო მათე ცინცაძემ და გიორგი ქვილითაიამ გამოტოვეს, რომელმაც 22 თებერვალს ვარჯიშზე ნეკნი დაიზიანა და უახლოეს დღეებში ჩადგება მწყობრში. ასევე, მატჩი ვირუსის გამო ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოტოვა.
ჯერ-ჯერობით გუნდს ვერ ეხმარებიან ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო, რომელიც ხვალიდან შეუდგება ვარჯიშს და დინამოს ახალგაზრდა მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ტრავმის გამო თურქული შეკრება გამოტოვა და ორ დღეში ისიც განაახლებს წვრთნას.