• Geo
  • Eng
09.01.2016
დინამო ბაზაზე შეიკრიბა

დღეს დინამოელები ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ზამთრის პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. მანამდე გია გეგუჩაძის გუნდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. წვრთნა ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად სრული შემადგენლობით გამართა. ბრაზილიელი რენე ფერეირას გამოკლებით, რომელიც დინამოს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდება. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დედაქალაქური გუნდი- გიორგი რეხვიაშვილმა დატოვა, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. დინამო თვის ბოლომდე თბილისში მოემზადება, ხოლო 30 იანვრიდან სეზონისთვის სამზადისს თურქეთში გააგრძელებს.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024