• Geo
  • Eng
10.04.2016
იურაი იარაბეკმა ცხინვალთან მატჩი შეაფასა

24- ე ტურის შეხვედრაში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა, ჩვენმა გუნდმა ცხინვალს 4:2 მოუგო. შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- იურაი იარაბეკმა გააკეთა.

 

იურაი იარაბეკი: ჩემს ბიჭებს მადლობა მინდა ვუთხრა. დღეს კარგი თამაში მოიგეს. მატჩი სწრაფად და აგრესიულად დავიწყეთ, ანგარიშიც წავიყვანეთ 2:0, თუმცა ჩემთვის გაუგებარია შემდეგ რატომ მოეშვა გუნდი. მაგრამ ბიჭებმა, როგორც ყველა თამაშში ხასიეთი გამოავლინეს და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. ბოლო წუთებზე მინიმუმ ამდენი კიდევ უნდა გაგვეტანა. მინდა ასევე მეტოქე გუნდი აღვნიშნო, რომელიც ბოლომდე კარგად გვეთამაშა. ასევე მადლობა ჩვენს გულშემატკივარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024