მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე დასრულებული მეთვრამეტე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა გუნდმა საბურთალოს 4:0 მოუგო, შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- იურაი იარაბეკმა გააკეთა.
იურაი იარაბეკი: ვფიქრობ დღეს კარგად ვითამაშეთ. ამ მოედანმა მოგვცა კომბინაციური და ლამაზი ფეხბურთის ჩვენების საშუალება. ვითამაშეთ აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი, შედეგად ოთხი გოლის გატანაც მოვახერხეთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს და ბიჭებს კარგი ასპარეზობისთვის.